გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით სავადმყოფოში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაციას დაჭრილი სამართალდამცველის მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით გაავრცელებენ.