ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაცის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკაში მკურნალმა ექიმმა განაცხადა.
ექიმის თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა, მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. მას ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა თავის არეში აღენიშნებოდა.
საავადმყოფოში იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები.