არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცის დროს, კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა, თუმცა ამ ადამიანის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.
არსებობს ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარება რამდენიმე ადამიანს კიდევ დასჭირდა, თუმცა უცნობია ვინ არიან დაშავებულები და სად გადაიყვანეს ისინი.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი, რომლებიც ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იყვნენ გამაგრებულები, დაიჭრა.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ტერიტორიას ჯავშანტექნიკა და სპეცრაზმი ტოვებს.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ სპეცოპერაცის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვლა.