ამ გვერდზე ათეულობით ვიდეო და სტატია იყო გამოქვეყნებული, რომელიც ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სიახლეებს, გზავნილებს და მოწოდებებს შეიცავდა.
ჩვენ მიერ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება მოჰყვა _ ვებგვერდი დაიბლოკა, თუმცა, როგორც გავარკვიეთ ამ და სხვა მასთან დაკავშირებული გვერდების გახსნა სხვადასხვა საშუალებით დღესაც შესაძლებელია. ამის შესახებ გვერდზე შესვლისთანავე შეიტყობთ, რომელიც გასწავლით სუს-ის მიერ „დაბლოკილი“ გვერდის გახსნის რამდენიმე ვარიანტს. ამ გვერდების გახსნა შესაძლებელია, აგრეთვე, სპეციალური პროქსისერვერების საშუალებით.
„მათი პრიმიტიული შესაძებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ ის შეძლეს, რომ ჩვენს საიტზე საქართველოდან შესვლა შეზღუდეს, მაგრამ საიტი მისაწვდომია უცხოეთიდან, ასევე, საქართველოსთვის შევქმენით მეორე საიტი, რითაც ჩვეულებრივად ისარგებლებთ და მიიღებთ სიახლეებს ისლამური სახელმწიფოდან”, _ აღნიშნულია გვერდზე, სადაც 2015 წლის შემდეგ სიახლეები არ გამოქვეყნებულა, თუმცა, მასალები, რაც მანამდეა გამოქვეყნებული, შეიცავს მუქარას საქართველოს წინააღმდეგ და სპეცსამსახურებს ამ დრომდე უნდა აეყვანათ მკაცრ კონტროლზე.
ამავე დროს, ინტერნეტ სივრცეში ყოველგვარი პროქსისერვერების გარეშე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სხვა ვებგვერდი, განახლებებით და ინფორმაციით სავსე, რომელიც, ასევე, ქართულენოვანია და სადაც ISIS-ის ქართველი მებრძოლების არა ერთი მოწოდება და შეგონებაა „მუჯაჰიდი ძმებისთვის“.
და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში 22 საათის განმავლობაში ატარებენ ანტიტერორისტულ ოპერაციას სავარაუდო ტერორისტების დასაკავებლად; ოპერაციას, რომელსაც ბევრი კითხვის ნიშანი აქვს _ საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, ვინ არიან ლიკვიდირებული პირები; როგორ მოახერხეს მათ დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალას შეტანა თბილისის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში არსებულ ბინაში.
ასევე, პასუხგაუცემელია კითხვა _ თუკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა სავარაუდო ტერორისტებს, რატომ არ არის ამ დრომდე მათი ვინაობა დადგენილი?!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის თქმით, იმაზე მეტს, რაც უკვე თქვეს, „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ ვერ გვეტყვიან და, შესაბამისად, ეს კითხვები უპასუხოდ რჩება.
რაც შეეხება სუს-ის მიერ „დაბლოკილი“ გვერდების ფუნქციონირებას და კითხვაზე პასუხს _ თუ რატომ არის ამ დრომდე გვერდები ხელმისაწვდომი, გიორგობიანის თქმით, მას შედეგ გვიპასუხებენ, რაც დეტალებში გაერკვევიან.
ამავე თემაზე: ISIS-ის ქართველი მებრძოლი: “ვილაიეთ ჯორჯიას საქმეში საქაღალდე სქელდება”
“საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ _ შსს მინისტრი
სპეცოპერაციის დროს კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა
როგორ გახდა დეპუტატობის კანდიდატი ISIS-ის მებრძოლი
რა იცის სუს-მა ისლამური სახელმწიფოს ქართულენოვანი ვებგვერდის შესახებ
“ახლა გამოიღვიძეთ ხო?” _ კომენტარი ხალიფატის ქართული საინფორმაციო არხიდან (+18)