ისნის გამგებელი, კახა ლაბუჩიძეს განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 46-ე კორპუსში სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებულ ბინების მაცხოვრებლების ქირით გაყვანას თბილისის მერია უზრუნველყოფს.
ლაბუჩიძეს თქმით, კორპუსი სადაც გუშინ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ, ავარიულია, გარდა ამისა, 8 სახლი სპეცოპერაციის დროს დაზიანდა.
მისივე თქმით, კორპუსში სულ 25 ოჯახი ცხოვრობს, მათი ნაწილი კი სასტუმროებშია დროებით გადაყვანილი.
ისნის გამგებლის თქმითვე, ადგილზე ამ დროისთვის კრიმინალისტები მუშაობენ, რის შემდეგაც, კორპუსის მდგრადობას ექსპერტები შეისწავლიან.