თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარემ წინა წელთან შედარებით ხელფასიც და დანამატიც გაორმაგებული ოდენობით მიიღო. თამარ ჟვანიას ერთი თვის საშუალო ანაზღაურება 5500 ლარია და ოქტომბერში მისი ხელფასი 11 000 გახდა, დანამატის რაოდენობამ კი 11 ათასი ლარს მიაღწია. ჯამში, ოქტომბერში, მისმა ანაზღაურებამ 22 ათასი ლარი შეადგინა.
ხელფასი გაორმაგების და დანამატები ცესკოს თავმჯდომარეს წლის განმავლობაში მხოლოდ ორი თვის განმავლობაში 2017 წლის თებერვალსა და ივლისში არ აუღია. ხოლო რაც შეეხება ამავე წლის იანვარს, მარტს, აპრილსა და ივნისს ამ დროის განმავლობაში მისმა შემოსავალმა 11 ათასი ლარი შეადგინა. აქედან, 5500 ლარი ხელფასია, 5500 კი – პრემია ან დანამატი.
2017 წლის მაისში ცესკოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება 9 900 ლარი იყო, აქედან 4 400 ლარი _ დანამატი. ამავე წლის სექტემბერში ცესკოს თავმჯდომარეს გაორმაგებული ხელფასი ჩაურიცხეს – 11 ათასი ლარი, ამას 5 500 ლარი დანამატი დაემატა. თამარ ჟვანიას წინასაარჩევნო შრომის ანაზღაურებამ 16 500 ლარი შეადგინა.
ცესკოში უკვე გაიცა 2017 წლის ნოემბრის ხელფასიც. თამარ ჟვანიამ მიმდინარე თვეში შრომის ანაზღაურების სახით 15 766 ლარი აიღო.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თამარ ჟვანიას ანაზღაურებამ 27 500 ლარი შეადგინა.