არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილის, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს – ამ ინფორმაციას ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ლომჯარიას კანდიდატურას ყველაზე მეტად ლობირებს, თუმცა გადაწყვეტილება, თუ ვისზე შეჩერდება საბოლოოდ არჩევანი, მიღებული ჯერ კიდევ არ არის.
ნინო ლომჯარია ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა სამთავრობო გუნდში, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
“მე მარტო ის ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ–ერთ კანდიდატად აპირებენ ჩემს შეთავაზებას. სხვა არაფერი ვიცი, ვინ რას აპირებს“, _ გვითხრა ნინო ლომჯარიამ.