19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები, ტრაპეზი და შესაწირიდან თანხა მოიპარეს. როგორც ირკვევა, ინციდენტის შესახებ პოლიციაში მღვდელმა განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას ცხინვალის დეფაქტო ძალოვნებზე დაყრდნობით ერთ-ერთი მედიასაშუალება იუწყება.
აღსანიშნავია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ოკუპირებულ ცხინვალში, ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესია მე-17 საუკუნით თარიღდება.