საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დეპორტაცია, შესაძლოა, პოლონეთში ახალ წლამდე გახორციელდეს. აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინული მედია, უშიშიშროების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს
“სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებისთვის მზადება სპეცოპერაციის ფორმატში მიმდინარეობს. ქართველების დეპორტაცია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელდა, ამ მომზადების და ოპერაციის ნაწილია. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სააკაშვილის დეპორტაცია საქართველოში არ მოხდება. მას მესამე ქვეყანაში გააძევებენ. აღნიშნული მესამე ქვეყანა კი, სავარაუდოდ პოლონეთი იქნება. ის, სწორედ პოლონეთიდან გადმოვიდა უკრაინის ტერიტორიაზე“, _ აცხადებს უშიშროების სამსახურში მომუშავე წყარო.
მისივე განმარტებით, ოპერციაში ჩართულია რამოდენიმე ძალოვანი უწყება, რომელიც უახლოეს კვირეებში დასრულდება, სააკაშვილის საბოლოო დეპორტაციით. სავარაუდოდ ეს საახალწლო დღესასწაულის წინ მოხდება, რათა საინფორმაციო პიკი დაიწიოს. სააკაშვილის დეპორტაციის საფუძველი შეიძლება იყოს უკრაინის მიგრაციის კანონმდებლობის დარღვევა. კერძოდ, ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ვადები.
აღნიშნული ინფორმაცია, საინფორმაციო საგენტო “strana“-თან, უკრაინის უშიშროების სამსახურმა არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო.