თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისი ხელფასი ქველმოქმედებას ხმარდება, როგორც კალაძე აღნიშნავს, ამაზე საუბარიც კი მისთვის უხერხულია.
“სიახლე აქ არაფერია და ამ თემაზე ცოტა მეუხერხულება კომენტარის გაკეთება. მე ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ შეძლებული ადამიანი ვარ. წლების განმავლობაში მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვიყავი და როგორც ენერგეტიკის სამინისტროში, ახლაც ჩემი ხელფასი ძირითადად მიემართება იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს სოციალურად”, _ განაცხადა კახა კალაძემ.