ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღევანდელი განკარგულების მიხედვით, ოზურგეთში საკრებულოს პირველი სხდომა 27 ნოემბერს,12:00 საათზე გაიმართება.
“გურია ნიუსი”, ასევე, დაინტერესდა, როდის შეუდგება თავისი უფლებამოსილებას ახალარჩეული მერი კონსტანტინე შარაშენიძე:
“მერს ოლქის მიერ შეჯამებიდან 11 დღის შემდეგ შეუძლია უფლებამოსილების გახორციელება”, _ გვითხრა ანა მიქელაძემ.
#60 საოლქო საარჩევნო კომისიამ მეორე ტური 18 ნოემბერს შეაჯამა და აქედან გამომდინარე, კონსტანტინე შარაშენიძე მუშაობას 29 ნოემბერს დაიწყებს.