თბილისმა გუშინ კარატე დო-ში ახალგაზრდებს შორის სუპერლიგის შეხვედრებს უმასპინძლა, სადაც საქართველოს მასშტაბით მხოლოდ რჩეული სპორტსმენები იყვნენ წარმოდგენილები.
ტურნირში, რომელიც სპორტის ამ სახელობაში საკმაოდ პრესტიჟულად მიიჩნევა, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებიც იღებდნენ მონაწილეობას.
საბოლოო შედეგების მიხედვით, ჩვენებურებმა დედაქალაქური ტურნირიდან სამი საპრიზო ადგილი მიითვალეს საკუთარ აქტივში.
ლანჩხუთელთაგან ტურნის ჩემპიონობა და შესაბამისად უმაღლესი სინჯის მედლები გიორგი ჩხაიძისა და გუგა ივანაშვილის აქტივზეა, ხოლო გიორგი მამინაიშვილი მესამე ადგილსა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.