ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დარჩია აირჩიეს. მას სხდომაზე მყოფი 44 დეპუტატიდან მხარი 37-მა დეპუტატმა დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატების უმრავლესობა არჩევანის გასაკეთებლად კაბინაში არც შესულა და ბიულეტენში დარჩიას გვარს ღიად ხაზავდნენ.
დარჩიას კანდიდატურა, რომელიც მესამე მოწვევის საკრებულოსაც თავმჯდომარეობდა, უალტერნატივო იყო, რადგან საკრებულოს წევრ ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებს სხვა კანდიდატი არ დაუსახელებიათ.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.