პირველად ქამა სოკოს მოყვანა დაიწყეს XVII საუკუნეში პარიზში პარკებსა და ბაღებში, შემდეგ კი სპეციალურ სარდაფებსა და სათბურებში. მაშინ ეს სოკო დელიკატესად ითვლებოდა და ძვირი ღირდა…
სოკოს სახეობებიდან ქამა ყველაზე უვნებელია. მისი უმად ჭამაც კი შეიძლება. სხვათა შორის, უმ ქამაში ჩვენი ორგანიზმისთვის უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებაა. ქამა სოკოსგან ამზადებენ სხვადასხვა კერძს.
ქამა მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, ლინოლენ მჟავებით. იდეალური საკვებია განტვირთვისა და სხვადასხვა დიეტის დროს. ის არ შეიცავს მავნე ცხიმებსა და ნახშირწყლებს. 100 გ ქამა სულ 24 კკალორიას შეიცავს, რადგან ახალი სოკო 90% წყალია.
ავსტრალიელი დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ქამა შეიცავს ახალგაზრდობის თავისებურ ელექსირს – ორ მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს: სელენს და B5 ვიტამინს, რომლებიც ხელს უწყობენ კანის უჯრედების რეგენერაციას. თუ კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევთ 500 გ ქამას, სახეზე ნაოჭები დიდხანს არ გაგიჩნდებათ.