საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე მირებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ეხმაურება.
ის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავს, როგორც არგუმენტს, საქართველოში მისი ექსტრადირების შეუძლებლობის სასარგებლოდ.
„სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჩემი უახლოესი პარტნიორის ვანო მერაბიშვილის გრძელვადიანი პატიმრობიის მთავარი მიზანი საქართველოში იყო ჩემი საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
ოლიგარქ ივანიშვილს არ სჯეროდა, რომ არაფერი არ მქონდა მოპარული და ამის გამო უდანაშაულო ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში აწამეს.
დღეს ჩემი იურისტები იუსტიციის სამინისტროს წარუდგენენ შუამდგომლობას, იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ამ გადაწყვეტილების და პოლიტიკური დევნის ფაქტის გათვალისწინებით, ჩემი ექსტრადაცია საქართველოში პრინციპულად შეუძლებელია“,_წერს სააკაშვილი.