საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს. საქართველო კი PABSEC-ის ბიუროს წევრი გახდა.
პარლამეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიცეპრეზიდენტის პოსტზე ოთარ დანელიას კანდიდატურას, PABSEC-ში შემავალი 11-ვე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
,,კენჭისყრა, PABSEC-ის ყოველწლიური, რიგით 50-ე გენერალურ ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები იღებდნენ“ _ ნათქვამია პარლამეტის პრესსამსახურის განცხადებაში.