შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ქალაქ თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში შევიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურულ ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს.
“აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა. დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს” _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით თბილისში ძეგლების ნაწილი მოქალაქეებს პირბადით დახვდათ. ფოტოები თავდაპირველად სოციალურ ქსელში გაჩნდა. მოქალაქეები სხვადასხვა ვერსიას გამოთქვამენ.]
უმეტესობის აზრით, აქცია-პერფომანსი ჰაერის დაბინძურების პრობლემას უკავშირდება.