“ევროპული საქართველო სახალხო დამცველის კანდიდატის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს” _ ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთო კახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის შერჩევის პროცესი უმრავლესობამ კულუარულად წარმართა:
“სამწუხაროდ მმართველმა გუნდმა, სახალხო დამცველის კანდიდადტის შერჩევისას საპარლამენტო უმრავლესობამ პროცესი წარმართა კულუარულად.
მათ თავად გამოარჩიეს ფავორიტი კანდიდატი და წარმოგვიდგინეს იგი დასამტკიცებლად. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის სწორი ფორმა,“ _ აღნიშნა კახიძემ.