ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ შუაღელეში სპორტული მოედნის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სტადიონი დეკორატიული ღობით შეიღობება, ასევე მოედანზე დაიგება ხელოვნური საფარი და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.
„წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მინი სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტს დავხარჯავთ. ჯამში მოეწყობა 4 და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 7 მოედანს. სპორტის ხელშეწყობა სამომავლოდაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“ _ აღნიშნა ქობულეთის მერმა.
შუაღელეში სპორტული მოედნის მოსაწყობად 42 842 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულება.