თბილისის მერიის განცხადებით, დღეს, 30 ნოემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.
“სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამავე საათებში, 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ასევე, 30 ნოემბრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო რუსთაველამდე” _ აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.