“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა ჭანუყვაძე კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ინიშნება.
აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ შსს პრესსამსახურში, სადაც არც უარყვეს და არც ოფიციალურად დაგვიდასტურეს:
_ ჯერ არ დანიშნულა, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
შოთა ჭანუყვაძე წლების განმავლობაში გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, ბოლო წლებში კი ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.