საქართველოში წყალდიდობების განვითარების საფრთხეები და ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემები გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო.
კონფერენციას სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლონეთიდან და აშშ-დან მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა, ჰიდრომეტეორლოგიური რისკების შემცირების ტექნოლოგიურ სიახლეებზე და მეთოდოლოგიებზე იმსჯელეს. რომლებიც, გარემოს ეროვნულ სააგენტოში სხვა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის საფუძველზე უკვე დაინერგა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიას განცხადებით, ადრეული შეტყობინების სისტემებსზე, სააგენტო აქტიურად მუშაობს.
,,სააგენტოში საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში და დონორების დახმარებით დიდი ინვესტიცია ჩაიდო ჰიდრომეტეორლოგიური მონიტორინგის სისტემის გაძლიერებაში, ასევე ამინდის პროგნოზირების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში, თუმცა მომავალში უფრე მეტი უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება ადრეული შეტყობინების სისტემებს, ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაოთ და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ვიამაყოთ რომ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ადრეული შეტყობინების სისტემა გვაქვს ამალი-დევროკის ხეობაში“ – განმარტა თამარ ბაგრატიამ
ჰიდრომეტეორლოგიური დეპარტამენტის, ჰიდრომეტეორლოგიური მოვლენების მოდელირების განყოფილების მთავარი სპეციალისტსის მარინა კორძახიას განმარტებით, წყალდიდობის დირექტივა, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ავლდებულებს, შეიმუშავონ ეგრეთწოდებული წინასწარი დატბორვის არეალების რუკა
,,კონფერენცია ეხება წყალდიდობის დირექტივების განხორციელების პირველ ეტაპებს საქართველოში. წყალდიდობის დირექტივა, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ავლდებულებს, შეიმუშავონ ეგრეთწოდებული წინასწარი დატბორვის არეალების რუკა, წყალდიდობის რუკები, წყალდიდობის საფრთხის რუკები და წყალდიდობის რისკის ზონირება. ანუ მდინარის კალაპოტში გამოიყოს ყველაზე საშიში ზონები, შემდეგ საშუალო საშიშროების ზონები და ნაკლებად საშიში ზონები. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან ხორციელდება პროგრამა, რომელიც ამ რეგულაციების გავლაში გვეხმარება“ _ განაცხადა მარინა კორძახიამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს მასშტაბით
ბუნებრივი სტიქიური პროცესების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და რეკომენდაციებს გასცემენ შემდგომი რეაგირებისთვის.