თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დაჭრილი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მოზარდი რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. მე-11 კლასის მოსწავლე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
51-ე სკოლის ორი მოსწავლე ვერაზე, ხორავას ქუჩის N4-ში დაჭრეს, ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში იმყოფება.
კონფლიქტი მე-11 კლასის მოსწავლეებსა და მათ თანატოლებს შორის, სავარაუდოდ, 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო. „კურიერის“ ინფორმაციით, ისინი მანდატურებმა გააშველეს.
მეექვსე გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი საქმის გარჩევა ხორავას ქუჩის N4-ში საცხოვრებელი სახლის ეზოში გაგრძელდა. თვითმხილველების თქმით, ჩხუბში 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.