ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი” ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს.
„გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ, მოგვმართეთ: 2390313, 577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 “წმ იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის” პირველი სართული. “ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის!“ _ აღნიშნულია განცხადებაში.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგის თქმით, 51-ე სკოლის მოსწავლისთვის სისხლდენის შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
51-ე სკოლის ორი მოსწავლე ვერაზე, ხორავას ქუჩის N4-ში დაჭრეს, ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში იმყოფება.