რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძის ინფორმაციით, გუშინ, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლის ორი მოსწავლე ვერაზე, ხორავას ქუჩის N4-ში დაჭრეს, ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ამ დრომდე კლინიკაში, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.
კონფლიქტი მე-11 კლასის მოსწავლეებსა და მათ თანატოლებს შორის, სავარაუდოდ, 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო. „კურიერის“ ინფორმაციით, ისინი მანდატურებმა გააშველეს. მეექვსე გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი საქმის გარჩევა ხორავას ქუჩის N4-ში საცხოვრებელი სახლის ეზოში გაგრძელდა. თვითმხილველების თქმით, ჩხუბში 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.