ამ წუთებში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში სკოლა და ორი სახლი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ჯგუფია მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვცელდება.
ხანძრის სხვა შენობებზე გადაცემის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
Pia.ge