ამ წუთებში, თბილისში რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს და მოითხოვენ, რომ დასრულდეს ოლიგარქული მმართველობა, როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინაში და შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის დევნა.
ისინი აპირებენ მსვლელობას, სავარაუდოდ, კანცელარიის მიმართულებით.