რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ისინი დღეს აპირებენ ღირსების მანიფესტის გამოცხადებას და სააკაშვილის მხარდასაჭერად მართავენ მშვიდობიან აქციას.
„ჩვენ გვინდა, გამოვეხმაუროთ იმ მოვლენებს, რაც დღეს კიევში ვითარდება და ასევე, ხმამაღლა შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ოლიგარქიული მმართველობა ძალიან მალე დასრულდება, როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში. დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ოლიგარქიულ შეთანხმებასთან სააკაშვილის წინააღმდეგ. სააკაშვილმა გაიმარჯვა არა მაშინ, როცა ის გაათავისუფლეს მხარდაჭერებმა კიევში, არამედ მაშინ, როდესაც ის დააკავეს. ეს ბრძოლა მიდის გამარჯვებამდე და სააკაშვილის გამარჯვებით დასრულდება!
მან, ასევე, აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და საქართველოს ხელისუფლებას, მისდა სამარცხვინოდ, არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით, ამიტომაც დღეს გამოაცხადებენ ღირსების მანიფესტს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში სააკაშვილის გამარჯვება ნიშნავს მის გამარჯვებას საქართველოში.