მედიასახლ “გურია ნიუსის” და გურიის ახალგაზრდული გაზეთის “21-ს ქვევით” ორგანიზებით, ამ წუთებში ივლიტას ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე _ “არა ძალადობას!”
ტრენინგს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორები და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები ატარებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს შეხევდრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან და ყველა კითხვას პასუხობენ.
ტრენინგს ჩოხატაურის სკოლების დირექტორები და მოსწავლეები ესწრებიან.