მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორთან დგანან, სადაც სააკაშვილია გადაყვანილი. ისინი სამართალდამცეველებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ცოტა ხნის წინ მცირე დაპირისპირებაც მოხდა.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა სამდღიანი ძებნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კიევის ერთ-ერთ უბანში დააკავეს. ეს ფაქტი სააკაშვილის მხარდამჭრებმა გააპროტესტეს და გვიან ღამით უსაფრთხოების სამსახურთან შეკრება დაიწყეს, რაც საბოლოოდ არეულობაში გადაიზარდა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სააკაშილმა დაკავების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა. იგი კიევის წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს.