ოზურგეთის სამედიცინო ცენტ “მედალფაში“ ასაკოვანი ქალბატონი, ფაქტობრივად, გარდაცვლილი მიიყვანეს.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალაქ ოზურგეთში იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე მცხოვრები ჟ.ბ-ია. ის დილით თხრილში ნახეს ჩავარდნილი. ქალბატონი, სავარაუდოდ, გუშინდელ სტიქიას ემსხვერპლა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორთან, დავით მდინარაძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, მდინარაძემ „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.