ერაყმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომი დაასრულა. ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა.
„ჩვენი ჯარები ერაყის საზღვარს სირიასთან სრულად აკონტროლებენ. ამიტომაც, ვაცხადებ, რომ დაეშთან ომი დასრულებულია.
ჩვენს მტრებს ჩვენი ცივილიზაციის ჩახშობა სურდა, მაგრამ, ჩვენ, ჩვენი ერთიანობით გავიმარჯვეთ“, _ განაცხადა ჰაიდერ ალ-აბადიმ.