“სააკაშვილისთვის წაყენებულია 256-ე მუხლი, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის თანამონაწილეობას, _ ეს განცხადება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველიმა ზორიან შკირიაკმა “კურიერის” ეთერში გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, გენერალური პროკურატურის დავალებით დააკავეს.
“ბატონი სააკაშვილი ნამდვილად დაკავებულია უკრაინის ნაციონალური პოლიციის მიერ გენერალური პროკურორის დავალებით. მისი დაკავება მოხდა მისთვის წაყენებული 256-ე მუხლის თანახმად, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის თანამონაწილეობას. ამ მომენტისთვის ის იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში, ის დააკავეს კიევის ერთ-ერთ რაიონში. ოპერაციამ მშვიდად ჩაიარა და მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. თუ გამომძიებელი თანახმა იქნება, დაკავების კონკრეტულ დეტალებს გენერალური პროკურატურა გაახმოვანებს. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო მას წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს,“ _ განაცხადა ზორიან შკირიაკმა.