“ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი”, _ ამბობს ბაჩო ახალაია კურიერის ეთერში. ახალაიას თქმით, ციხის კადრებთან დაკავშირებით მისთვის არც ერთი შეკითხვა არ დაუსვამთ.
“მთელი ამ წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ ახალაიასთან ჰქონდათ კითხვები, მაგრამ ჩემთვის არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ. გააკეთე, არ გააკეთე, ან თუ გააკეთე, რატომ გააკეთე ასეთი რამე, ბუნებაში არ ყოფილა.
ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. როცა ქვეყანაში დავბრუნდი, მაშინაც ვთქვი, რომ ვიყავი ყველანაირი ვალდებულებისგან თავისუფალი და შემეძლო კითხვებზე გამეცა პასუხი, მაგრამ ჩემთვის კითხვა არ დაუსვამს. არავინ არ სვამს ამ კითხვებს. ახლა მე მაქვს კითხვები, საიდან მოიდოდა ყველაფერი ეს”, _ თქვა ახალაიამ.
ამავე თემაზე: