“ამ ხელისუფლების მხრიდან იყო უსინდისო შემოთავაზება”, _ ეს განცხადება შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან გარიგების შეთავაზებასთან დაკავშირებით “შაბათის კურიერთან” გააკეთა.
“ყველა უსინდისო შემოთავაზებაზე ჩემი მხრიდან იყო ღირსეული პასუხი”, _განაცხადა ახალიამ.
მისი თქმით, მასთან პირადად იყო შესული საკანში შს ყოფილი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი: “მიმიღია ღარიბაშვილისგან, მაგალითად, მიმიღია, რა გვარია, არ მახსოვს, დაცვის უფროსი, ჩუბინიძისგან”, _ განაცხადა ახალაიამ.
ბაჩო ახალაიას თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ.
rustavi2.ge
ამავე თემაზე: