ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად ნატალია ხომერიკი დაინიშნა.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ბრძანება ამ წუთებში დაიწერა. დღეს მხოლოდ ერთი კადრზე მიიღეს გადაწყვეტილება. ნატალია ხომერიკი კულტურის სამსახურს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბოლო ოთხი წელი ხელმძღვანელობდა.