პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს თამაშის ნაწილს უწოდებს. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, სააკაშვილი უკრაინაში გარკვეული პიროვნებების დავალებით მოქმედებს, რაც საყვარელიძის თქმით, ყველასთვის ნათელია.
,,ისმის კითხვა, რა თამაშს თამაშობს სააკაშვილი და რა თამაშს თამაშობს უკაინა? ყოველ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი თავის თამაშს რომ არ თამაშობს, ეს ყველაასთვის ნათელია, რადგან მას ამისთვის არც პოლიტიკურ მხარდამჭერთა რაოდენობა ეყოფა და არც იურიდიული სტატუსი მისცემს ამის საშუალებას. სააკაშვილი რეალურად ვიღაცისთვის ირჯება. ვისთვის, ეს, ჯერჯერობით, უცნობია. უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილში დიდ სირთულეს ვერ ხედავს, სწორედ, ამიტომ გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან. ნათელია, რომ უკრაინა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტში დიდ საფრთხეს ვერ ხედავს, რაც ამ ქვეყნის თამაშის ნაწილია“, _ განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გუშინ გათავისუფლდა.