ეგტვიპტეში სასამართლომ მომღერალს, შაიმა აჰმედს, იგივე შიმას 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ის დამნაშავედ ცნეს მრუშობის პროვოცირებაში და უხამსი ფილმის გამოქვეყნებაში.
როგორც ცნობილია, მომღერალი მუსიკალურ ვიდეოში გამომწვევად ჩაცმული გამოჩნდა და გამომწვევად ჭამდა ბანანს.
მომღერლის გარდა სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, ვიდეოს დირექტორს.