სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, EMPARD- ის პირველი ფაზა წარმატებით დამთავრდა.
„ეს არის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით. საქართველომ მიიღო დაახლოებით 52 მლნ ევროს დახმარება და ეს პირველი ფაზა დამთავრდა ძალიან დიდი წარმატებით.
შეიქმნა 1500-ზე მეტი კოპერატივი, მოხდა ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსი და ექსტენციის ქსელის ჩამოყალიბება, რაც საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურეობას უწევს ჩვენს სოფლად მცხოვრებ ფერმერებს,“ _ აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, პროგრამის შემდგომი ფაზის გასახორციელებლად დაახლოებით 79 მლნ ევრო დაიხარჯება.