სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვანი პროგრესია, _ აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ENPARD-ის 4-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ,,ექსპო-ჯორჯიაში“ განაცხადა.
ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, პირველი ფაზის შედეგები შეაჯამა, ასევე მესამე ფაზის დაწყება გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებმა, მონაწილეებს თავიანთ გამოცდილება გაუზიარეს.
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარება, ჩვენი ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია
,, გულწრფელ მადლიერებას გამოვთქვამ ევროკავშირის მიმართ იმ უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენს ქვეყანას უწევს. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ევროკავშირის დახმარება. ამას აღვიქვამთ, როგორც ნდობას ჩვენი პარტნიორების მხრიდან და დასტურად, რომ რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ვითარდება სწორი მიმართულებით. ENPARD-ის მესამე ფაზით გამოყოფილი 77,5 მილიონი ევრო, ჯამში კი, სამივე ფაზით მიღებული 180 მილიონი ევროს დახმარება, უდიდესი მნიშნელობისაა. ჩვენი ქვეყნისათვის – სოფლის ფეხზე დაყენება და სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეისათვის ამ დარგში მართლაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და ეს არის მთავრობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი ქვეყნების, კერძო სექტორის კოორდინირებული და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგი.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველო სრულად ახალი შესაძლებლობების წინაშე დგას. ეს შესაძლებლობები გულისხმობს იმ ძალიან მნიშვნელოვან გასატარებელ რეფორმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ ეტაპობრივად ვასრულებთ ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ამ პროცესში ევროკავშირი ჩვენი აქტიური მხარდამჭერია, _“ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა 280-ზე მეტმა კოპერატივმა მიიღო.
,,ჩვენი მიზანია, საქართველო აგრო-სასიურსათო პროდუქტის იმპორტიორ ქვეყნად ჩმოყალიბება. ამ მიზანის მისაღწევად არაერთი პროეტს ვახორციელებთ. ENPARDI-2013 წლიდანსაქართველოს აქტიური მხარდამწერია. სწორედ მისი ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი სოფლის მეურნეობის ინიციატივების ეფექტიანობის გაზრდა და წსოფლის მეურნეობის რეფორმა. სწორედ სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობა, დასაქმების და საცხოვრებეკლი პირობების გაუმჯობესება მოხეხრდა ფერმერთა კოპერატივების გაძლიერებით და სევისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით”, _ განაცხადა მთავრობის მეთაურმა
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მესამე ფაზის დაფინანსება ისეთივე ხელშესახები შედეგის მომტანი იქნბეა, როგორც წინა ორი ფაზით გამოყოფილი თანხების ათვისებით მოხდა
,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამაში დიდი ადგილი ეთმობა დაცვის საკიხთხებსა და გარემოს დაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებას. ეს ასევე ეხმიანება ჩვენს სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლითაც გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა ერთ სტრუქტურულ ორგანიზმად ჩამოყალიბდა. დარწმუნებული ვარ, რომ ENPQARDI-ის მესამე ფაზტ დაფინანსება ისეთივე ხელშესახები შედეგის მომტანი იქბნება, როგოროც ეს წინა ორი ფაზითგამოყოფილი თანხების ათვისებისას მოხდა. მადლობას ვუხდი ევროკავშირის წარმომადგენლობას, პირადად ბატონ იანოშ ჰერმანს, რომელიც პირადად არის ცართული ამ პროპგრამის წარმატებით განხორცილებაში და ასევე დიდ მადლობას ვუხდი ევროკავშირს იმ შესაძლებლობების შექმნისათვის, რომელიც საქართველომ მიიღო ასოციების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაწრობის ხელშეკრულებით. ეს ხელშეკრულება, ახალ პოტენციალს ქმნის საქართველოს სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობოსთვიოს და მე დარტწმუნებული ვარ, წარმატებული ნაბიჯებით, რომელსაც ვდგამთ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ სოფლად ცხოვრების პირობებს, ხოლო კოპერატივების მეშვეობით შევძლებთ, რომ საქართველოს პიორობებში ყველაზე სწორი მოდელი ჩამოვაყალიბოთ ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად“, _ განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
ასევე, საქართვეკლოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, საქართველო აგრო-სასურსათო პროდუქტის იმპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბება. ამ მიზნის მოსაღწევად არაერთი პროექტი ხოციელდება.
ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. 2013 წლიდან დღემდე, პროგრამის საერთო ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროს (500 მილიონ ლარზე მეტს) შეადგენს.