ვოვა კუნჭულია, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ერთი დღით დანიშნული უფროსი ნატალია ხომერიკი უნდა ჩაანაცვლოს, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“კუნჭულიები ოჯახის წევრებს ადგილებს არ ართმევენ _ ცნობისთვის! და ძალიან გთხოვთ, კუნჭულიებს როცა ახსენებთ ხოლმე, ცოტა დაფიქრდით, რას ამბობთ და წერთ, ან ჯანმრთელობას მაინც გაუფრთხილდით, ტყუილად რომ არ ინერვიულოთ შემდეგ. ნატალია ხომერიკი არის ჩემი უსაყვარლესი ადამიანი თუ ძალიან გაინტერესებთ და ცემი ოჯახის წევრი. ასე რომ, დამშვიდდით, დაწყნარდით და იცხოვრეთ ამ ქვეყანაზე ბედნიერად, ჩემო კარგებო.
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!” _ წერს ვოვა კუნჭულია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.