საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრმა შოთა შალელაშვილმა თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ნაადრევად არ დააკანონონ. როგორც დეპუტატი აცხადებს, ,,ქართული ოცნება“ მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ახალი სისტემაზე გადასვალა ოპოზიციისთვის სპეკულაციებისა და პოპულიზმის საგნად არ იქცეს.
„2018 წლის ბიუჯეტში მოცემულია, რომ მომავალ წელს დაგროვებით პენსიის თანადაფინანსებისთვის 80-მილიონი ლარის ასიგნები გამოიყოფა. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე საპენსიო რეფორმის კანონპროექტი უნდა მივიღოთ, რაც, ჩემი აზრით, ნაადრევი იქნება. საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ჩვენი რეკომენდაციაა არ ვიჩქაროთ, როდესაც ხელისუფლება ისეთ რეფორმას ატარებს, რომელიც შედეგს ათეული წლების შემდეგ გამოიღებს, მნიშვნელოვანია ასეთ რეფორმას მოსახლეობის მაღალი ნდობა ჰქონდეს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა მომავალში პოლიტიკური სპეკულაციებისა და პოპულიზმის თემად არ იქცეს. ამისთვის საჭიროა ვეცადოთ კონსენსუსის მიღწევას პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოების ნაწილთან, ვისაც რეფორმის მიმართ საწინააღმდეგო განწყობა აქვს. ჩვენც გვაქვს შენიშვნები, მათ შორის ის, რომ რეფორმის შედეგად არ უნდა გაიზარდოს საგადასახდო ტვირთი. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ როდესაც საპენსიო დანაზოგებისათვის ხელფასიდან 2% + 2%-იანი შენატანები ამოქმედდება, არსებული 2-%-იანი საშემოსავლო გადასახადი 16-18%-მდე შემცირდეს, რათა დასაქმებულსა და დამსაქმებელს იგივე საგადასახადო ტვირთი შეუნარჩუნდეს, რაც დღეს აქვთ”, _ განცხადა შოთა შალელაშვილმა.