33 წლის არგენტინელი მარტინ ტეტა “ცხენების შემლოცველია”. მას მთელი სიცოცხლე პატარა ქალაქ სან-ანტონიო დე არეკოს მახლობელ რანჩოში აქვს გატარებული. ტეტა 22 წლის იყო, როცა ყველამ შეიტყო, რომ ცხენებს უმეგობრდებოდა, საუბრობდა მათთან და იოლადაც ხედნიდა. ამჟამად “შემლოცველისა” და მისი ცხენების სანახავად ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. რანჩოს პატრონების თქმით, ტეტასა და ცხენების ასეთ სიამტკბილობას მარტინის ბუნებრივი ნიჭი განაპირობებს. ისინი ჯერ კოცნიან ერთმანეთს, მერე ტეტა ესაუბრება ცხენს და სურვილის შესრულებას სთხოვს.
კაცისა და ცხენების ურთიერთობა იმდენად გულისამაჩუყებელია, რომ მაყურებელი წარმოდგენის დროს ხშირად ტირის.
“ჩემთვის ეს არავის უსწავლებია, მე არ ვებრძვი ცხენს… ეს ძალიან ფაქიზი სამუშაოა. მაგიურიც არაფერია – დარწმუნებული ვარ, ეს ყველას შეუძლია, საჭიროა მხოლოდ მოთმინება და, რაც მთავარია, სიყვარული. თუ ცხენი მართლა გიყვარს, აუცილებლად სიყვარულით გიპასუხებს”, _ ამბობს მარტინი.