ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი, ხმათა მთლიანი რაოდენობის 25.45% მიიღო.
ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.
გერმანული Voice-ის ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე ედ შერონი სპეციალური ნომრით წარსდგა. მუსიკალური კონკურსი The Voice of Germany ქვეყანაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. არსებული ინფორმაციით ნათია თოდუა გერმანიას ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ ნათია თოდუა 2014 წელს ქართული X ფაქტორის მონაწილე იყო _ ნახეთ როგორ შეაფასეს ის ჟიურის წევრებმა საქართველოში და ვის არ მოეწონა მისი ნამღერი.