2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ძალიან ცოტა ხალხი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელი ჟურნალისტების მიერ 26 მაისის აქციის დარბევის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„პირველ რიგში, იქ იყო ძალიან ცოტა ხალხი. მეორე – ეს იყო ბურჯანაძე, პუტინის პირადი მეგობარი, პუტინთან ერთად იღებდა აღლუმს მოსკოვში, წითელ მოედანზე. ვერ ხედავთ განსხვავებას პუტინის მთავარ მტერსა და მის ახლო მეგობარს შორის? თუ ვერ ხედავთ განსხვავებას, ეს თქვენი პრობლემებია. მაშინ ნამდვილად რუსეთმა მოაწყო პროვოკაცია და ჩვენ მას სწორად ვუპასუხეთ. მაშინ იმ ხალხს უნდოდა ძალადობა და ძალადობას ჩვენ ძალით ვუპასუხეთ. სად დაინახეთ, რომ ჩვენ ძალადობა გვინდოდა? სად ნახეთ, რომ მე და პუტინი ერთად ვიდექით?“, – განაცხადა სააკაშვილმა.