“საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2018-2010 წლებში 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი გახოციელდება“ – ეს განცხადება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მეგზევისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელმა ზურაბ ალავიძემ, მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა, მან, შეხვდრაზე, ყურადღება საგზაო სექტორში არსებულ მიღწევებზე და სამომავლო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე, ისაუბრა სივრცითი მოწყობის გეგმის შესრულების აუცილებლობაზე.
მისი განცხადებით, მეგზევეები არიან ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე თავდაუზოგავად შრომობენ.
,,მეგზევის დღე 50 წელია აღნიშნება. დღევანდღელი დღე მნიშვნელოვანია საგზაო დარგში მომუშავე პროფესიონალებისთვის. მეგზევეები ის ადამიანები არიან, რომლებიც დღე და ღამე თავდაუზოგავად შრომობენ. სწორედ, მათი შრომის შედეგია ის თანამედროვე და მაღალი სტანდარეტების საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვაშენებთ“, _ განაცხადა ზურაბ ალავიძემ
უწყების ხელმძღვანელმა, ასევე, აღნიშნა, რომ 2018 წელი დატვირთული წელი იქნება მაშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების კუთხით.
,,პროექტებიდან, რომელიც მომავალ წელს დაიწყება, მინდა გამოვყო რიკოთის უღელტეხილის მშენებლობის პროექტი, რომლის სიგრძე 50 კმ-ია და ითვალისწინებს 90 ხიდს და 60 მაგისტრალური გვირაბის მშენებლობას. შესაბამისად, ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია“, _ განმარტა მინისტრმა.