ლანჩხუთის საკრებულოში მმართველი გუნდი, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნებითაა“ წარმოდგენილი, დამატებით კიდევ ორი ფრაქციის შექმნას გეგმავს.
როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გაცხადდა, ფრაქციების : „ქართული ოცნება -კონსერვატორებისა“ და „ქართული ოცნება-მრეწველების“ შექმნის თაობაზე დადებითი დასკვნა უკვე დადო სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ, რასაც საკრებულო ცნობად უახლოეს მორიგ სხდომაზე მიიღებს.
როგორც გაირკვა, „კონსერვატორებს“ აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მორჩილაძე უხელმძღვანელებს, ხოლო „მრეწველებს“- ჯურუყვეთის მაჟორიტარი, სპარტაკ კვაჭაძე.
საკრებულოს მორიგი სხდომა ლანჩხუთში კი 27 დეკემბრისთვისაა ჩანიშნული.