თიანეთის მერია ,, facebook“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც მოსახლეობას, საახალწლო ღონისძიების გასამართავად, საგანგებოდ შექმნილ ფონდში თანხის შემოწირულობას სთხოვს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ არის, რომ საახალწლო ღონისძიებები გაიმართოს. „გურიან ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ, თიანეთის მუნიციპალიტეტის განცხადებას.
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხის უქონლობის გამო საფრთხე შეექმნა საახალწლო ღონისძიებების ჩატარების პროცესს, რის გამოც თიანეთის მერის, ბატონი თამაზ მეჭიაურის ინიციატივით და ბატონი ტარიელ ხარხელაურის თაოსნობით იქმნება სპეციალური ფონდი.
მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ამის შესაძლებლობა და სურვილი გაგაჩნიათ, გავერთიანდეთ ამ სასიკეთო საქმისთვის და დამდეგი ახალი წელი განსაკუთრებულ ზეიმად ვაქციოთ თიანელი ბავშვებისა და სოციალურად დაუცველებისთვის.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის სახელით წინასწარ გიხდით მადლობას!“ – ნათქვამია თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ,,facebook“ გვერდზე.