რუსთაველის გამზირზე 2 ნომერში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკვერში, 15 წლის მოზარდი დაჭრეს. როგორც “რუსთავი 2”-ს სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაჭრილი მოზარდი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, მძიმეა. მას ჭრილობები ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
“რუსთავი 2”-თან საუბრისას მომხდარ ფაქტს ადასტურებს შსს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცავებს პარკში შესასვლელი გადაკეტილი აქვთ.