პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებები. წამყვანმა კომიტეტმა უარყოფითი შეფასება მისცა კანონ-პროექტს და მხარი არ დაუჭირა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.
სადავო საკითხი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების საკითხი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ე.წ. სტარტაპენის დაფინანსების საკითხი აღმოჩნდა.